საქართველოს ეროვნული აკადემიის წესდება

1.1 საქართველოს ეროვნული აკადემია (შემდგომში აკადემია ) არის თვითმმართველობაზე დამყარებული ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი არაპოლიტიკური ორგანიზაცია,რომლის წევრად გახდომა შეუძლიათ მეცნიერებს და სხვა ნებისმიერი კვალიფიკაციის სპეციალისტებს , საზოგადო მოღვაწეებს,მიუხედავად მათი რელიგიური და პოლიტიკური კუთვნილებისა ,თუ ისინი იზიარებენ საქართველოს ეროვნული აკადემიის იდეების ძირითად დებულებებს.
1.2 აკადემია თავის საქმიანობას წარმართავს კონსტიუციის მოქმედი კანონმდებლობის,საერთაშორისო სამართლის ნორმების და თავისი წესდების შესაბამისად.
1.3 აკადემიის საქმიანობა ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე .იგი თანამშრომლობს საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანასთან და მათ წარმომადგენლობასთან,რომელნიც დაინტერესებულნი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურის აღორძინებით.
1.4 თავისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, აკადემია თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანიზაციებთან,სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციებთან,საზოგადოებრივ, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
1.5 აკადემია არის იურიდიული პირი .აქვს მრგვალი ბეჭედი,შტამპი, სიმბოლიკა და სხვა რეკვიზიტები.საანგარიშსწორებო ანგარიშები,როგორც რესპუბლიკაში ასევე საზღვარგარეთ.
1.6 აკადემიას უფლება აქვს გამოვიდეს თავისი სახელით მოსარჩლედ და მოპასუხედ სასამართლოში,საარბიტრაჟო და სამედიატორო სასამართლოებში დადოს ხელშეკრულებები, კონტრაქტები, გარიგებები,როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ თავისი მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად.
1.7 აკადემია სხვა ქვეყნების შესაბამის დაწესებულებებთან შეთანხმებით მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სამეცნიერო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნასა და მათ მუშაობაში.
1.8 აკადემია აწესებს საპატიო მედალს,სიგელს და ფულად პრემიას ეროვნული ყოფის,ტრადიციების აღდგენა- განვითარების ღვაწლისათვის და სამეცნიერო მიღწევებისათვის.
1.9 აკადემია იძენს თავის ქონებრივ უფლებებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ.
1.10 აკადემია მდებარეობს ქ. თბილისში, დოდო აბაშიძის ქ. 17

2. აკადემიის მიზნები და ამოცანები.

2.1 ხელი შეუწყოს ქართველი ერის ეთნოგენეზის კვლევას , ეროვნული საგანძურის წარმოჩენას,დაცვის და განვითარების,ყოფით კულტურასა და ეროვნული ტრადიციების აღდგენასა და განვითარებას,საქართველოს ეკონომიურ-სოციალურ განვითარებას.
2.2 ხელი შეუწყოს ტრადიციულ დემოკრატიულ მმართველობას,ქართული სახელმწიფოებრიობის მრავალ საუკუნოვანი გონიერი გამოცდილების დამკვიდრებას , ხალხური სიბრძნის დაფასება-გამოყენებას.
2.3 ხელი შეუწყოს სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის აღდგენას ,დაცვას და განვითარებას.იზრუნოს ქართული ენის სიწმინდისათვის. იბრძოლოს საქართველოს ისტორიისა და კულტურის გამყალბებელთა წინააღმდეგ.
2.4 ხელი შეუწყოს საქართველოში უკიდურესობამდე მისული ეკოლოგიური მდგომარეობის პრობლემების გადაწყვეტას.რაც საწინდარია სოციალური და ეკონომიური პრობლემების მოგვარებისათვის.
2.5 ტრადიციული მეურნეობის და ყოფითი კულტურის აღდგენას უნდა მოხდეს თანამედროვე მეცნიერების მიღწევების გათვალისწინებით.ამ თვალთახედვით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს პროექტის შედგენას: აბორიგენული ჯიშების არდგენა-განვითარებაში,ორგანული რესურსებისა და ბიოლოგიური სახეების გამოყენებას ენერგეტიკაში,ნიადაგის გასანოყიერებლად,მცენარეთა დაცვის,კვების მრეწველობაში. მეცხოველეობაში.გამოყენებული იქნება ორგანული რესურსები და უნარჩენო წარმოებები. დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად დამუშავდეს ახალი ტექნოლოგიური პროცესები ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტების მისაღებად ტრადიციული ტექნოლოგიის გამოყენებით.
2.6 აკადემია თავისი პროფილით გასცემს შესაბამის ლიცენზიებს.
2.7 ყოფითი და ხელოვნების ნიმუშთა შესაქმნელ ოსტატთა საავტორო უფლებებისა და სიმბოლიკების დაცვა.
2.8 აკადემიის პროფილით სამეცნიერო სფეროში საავტორო უფლებების დაცვა.
2.9 ხელი შეუწყოს რეგიონების მიხედვით ბუნებრივი რესურსების: ჰაერი, წყალი,მიწა,ტყის მადნეულის,არამადნეულის,არსებული ორგანული საკვების,სამკურნალო და შერეული რესურსების აღრიცხვის და ოპტიმალური გამოყენების რეკომენდაციების შემუშავებას.
2.10 აკადემიამ ხელი შეუწყოს რეგიონების ოპტიმალური განვითარების გეგმების შემუშავებას,რათა ნაწარმი იყოს ეკოლოგიურად სუფთა.ამისათვის დამტკიცებული იქნება რეგიონალური საკონსულტაციო სამსახურები,რომლებიც მოქმედებენ დებულების ფარგლებში და რეგიონებთან შეთანხმებით აყალიბებენ თითოეული რეგიონის განვითარების გეგმას,ათანხმებს მას ეროვნულ აკადემიასთან.
2.11 აკადემია თავისი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ქმნის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას სამეცნიერო,ექსპერიმენტალურ,სამეურნეო,საწარმოო ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის.
2.12 აკადემიის მიზანია უცხოეთში მყოფ თანამემამულეთა ღვაწლის მიკვლევა,დაფასება და მათი შრომების გამოქვეყნება.ღირსეულ მამულიშვილთა საფლავების მიკვლევა და გადმოსვენება.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქართული კულტურის კერების მიკვლევა და შესწავლა.
2.13 აკადემია ზრუნავს მატერიალური და სულიერი კულტურის ნიმუშებზე და იცავს მათ საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანისაგან.
2.14 სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის ქმნის ასპირანტურას და ხარისხის დაცვის დარგობრივ სამეცნიერო საბჭოებს,რომელთა ფუნქციონირებისათვის წესდებას დაამტკიცებს პრეზიდიუმი და გასცემს შესაბამის სერთიფიკატს.
2.15 აკადემია მთელ თავის საქმიანობას წარმართავს მომავალი თაობის ეროვნული , სულიერი და მორალური აღზრდისათვის და აყალიბებს მისი იდეების და ტრადიციების მონაპოვრების გასაგრძელებლად მომავლის აკადემიას.

3. სტრუქტურა და ორგანიზაციული წყობა.

3.1 აკადემია თავისი პრეზიდიუმის მეშვეობით ხელმძღვანელობს რეგიონალურ საკონსულტაციო საბჭოებს და აწარმოებს სამუშაოებს რესპუბლიკური სა საერთაშორისო მასშტაბით.
3.2 თავის მხრივ,რეგიონალური საკონსულტაციო საბჭოების ძირითადი არეალი მისი რეგიონის ეკოლოგიური,ეკონომიური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტაა.ამიტომ წარმართავს და უწევს კონსულტაციებს რეგიონის თვითმმართველობის ორგანოებს.
3.3 რეგიონალური საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან რეგიონის ყველა ის წარმომადგენლები,რომელთაც შემონახული აქვთ ჩვენი წინაპრის ხალხური რეწვისა და ყოფითი კულტურის,სოფლის მეურნეობის და ბუნებათსარგებლობის პრინციპები,ადათ-წესები,ზნე-ჩვეულებანი,მასში შედიან აგრეთვე სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ის სპეციალისტი მეცნიერები,რომლებიც მოღვაწეობენ ინტელექტუალურ და სამეურნეო სფეროში.
3.4 აკადემია და რეგიონალური საკონსულტაციო საბჭოები საპროგრამო მიზნების სრულყოფილად განხორციელებისათვის აყალიბებს ძირითადი მიმართულების სამეცნიერო განყოფილებებს და ქვეგანყოფილებებს.

4. აკადემიის მართვა.

4.1 აკადემიის უმაღლესი ორგანოა აკადემიის წევრთა კრება (დარბაზი),რომელიც მოიწვევა წელიწადში ორჯერ.აკადემიის კრება ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს,საპატიო პრეზიდენტს,ვიცე-პრეზიდენტებს,აკადემიის დარბაზი უფლება მოსილია თუ მას ესწრებაწევრთა 1/2. რიგგარეშე კრების მოწვევა ხდება კრების წევრთა ½1/2 –ის წერილობითი მოთხოვნით,რის შესახებაც დანარჩენ წევრებს უნდა ეცნობოს 15 დღით ადრე.
4.2 დარბაზის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით,რომელსაც ხელს აწერენ პრესიდენტი და სწავლული მდივანი.
4.3 აკადემიის მუშაობას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს პრეზიდიუმი,რომლის შემადგენლობა აირჩევა აკადემიის დარბაზის 4 წლის ვადით.
4.4 დარბაზში შედიან : პრეზიდენტი,საპატიო პრეზიდენტი,ვიცე –პრეზიდენტები,სწავლული მდივანი,ძირითადი განყოფილებების და ქვეგანყოფილებების ხელმძღვანელები. რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარეები ან მათი წარმომადგენლები.თითოეულ მათგანს გააჩნია ერთი ხმის უფლება. თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება პრეზიდენტს.
4.5 კრების გადაწყვეტილებით დარბაზის მუშაობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი,ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტების მორიგეობით.
4.6 დარბაზი უფლება მოსილია თუ მას ესწრება წევრთა 1/2½. საკითხები წყდება ხმების უბრალო უმრავლესობით.
4.7 დარბაზი განიხილავს პრეზიდიუმის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.საჭიროების შემთხვევაში ქმნის ექსპერტთა ჯგუფებს.
4.8 აკადემიის მუშა ორგანოს წარმოადგენს პრეზიდიუმი,რომელიც ირჩევა დარბაზის მიერ 4 წლის ვადით,მის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი,საპატიო პრეზიდენტი,ვიცე-პრეზიდენტები,სწავლული მდივანი და განყოფილების ხელმძღვანელები.

5. აკადემიის წევრობა.

5.1 აკადემიის პრეზიდიუმთან იქმნება მაღალ ავტორიტეტულ პირთა და თითოეული დარგის პროფესინალებისაგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიის ნამდვილი წევრებითა და წევრ-კორესპონდენტებით.დარბაზის გადაწყვეტილებით მის ხელმძღვანელობას ახორციელებს საპატიო პრეზიდენტი,ხოლო საპატიო პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში აკადემიის პრეზიდენტი. მრჩეველთა საბჭოს პირველ შემადგენლობას ადგენდს დარბაზი.ხოლო შემდეგ საფეხურზე არჩევა მოხდება თავად ნამდვილი წევრებისა და საპატიო წევრების წარდგინებით,რომლის დასამტკიცებლად წარედგინება დარბაზს პრეზიდიუმის მიერ.
5.2 აკადემიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ან საზღვარგარეთის ნებისმიერი მოქალაქე,რომელიც აღიარებს წინამდებარე წესდებას და იღვაწებს მისი განხორციელებისათვის.
5.3 აკადემიის წევრად არჩევა ხდება პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით დარბაზის მიერ.
5.4 ეროვნული აკადემიის წევრებად შეიძლება არჩეულნი იყვნენ აგრეთვე მეცნიერები,კულტურის,ხელოვნების და საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწე უცხოელი მოქალაქეები,რომლებიც თავიანთი მოქმედებით დაკავშირებული არიან საქართველოსთან,ქართული ეროვნული მეობის პოპულარიზებასთან.
5.5 ეროვნული აკადემიის წევრთა საერთო რიცხვს განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი.
5.6 ვინაიდან მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება,თავისი არსებობა,თავისი ვინაობა ეროვნული აკადემია არსებულ აკადემიებთან შედარებით ფუნქციონირებს შემდეგი განსხვავებით : რომ წევრთა არჩევა ხდება არა მარტო სამეცნიერო მიღწევებისათვის,არამედ პიროვნების რეალური დიდი ღვაწლისათვის ეროვნული ტრადიციების: ბუნებათსარგებლობის, გარემოს დაცვის, დემოგრაფიული, ჯანმრთელობის, სპორტის, ენერგეტიკული,ტრადიციული სამართალმცოდნეობის, მიწათსარგებლობის, კულტურის,ზნეჩვეულებების, ხელგარჯილობის და სხვა სოციალურ-ეკონომიურ სფეროთა აღდგენა განვითარების საქმეში.
5.7 აკადემია ეხმარება თავის წევრებს და იცავს მათ უფლებებს.
5.8 აკადემიის წევრს უფლება აქვს :
- მონაწილეობა მიიღოს აკადემიის საქმიანობაში.
- აირჩიოს ან არჩეულ იქნას აკადემიის ხელმძღვანელ ორგანოში.
- დააყენოს აკადემიაში სხვადასხვა საკითხები საპროგრამო მიზნების განსახორციელებლად და აკადემიის საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
- გააკრიტიკოს აკადემიის ნებისმიერი წევრი და დაიცვას საკუთარი მოსაზრებები.
- გავიდეს აკადემიიდან
- წესდების დარღვევისა და საზოგადოების,პიროვნების შეუფერებელი საქციელისათვის შეიძლება გაირიცხოს აკადემიის წევრობიდან.