მიმდინარეობს საიტის განახლება

 

    *  *  *

 

2018 წლის ივლისის თვიდან ჩვენი საიტის მისამართია: www.seak.org.ge

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება 

 

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბა

                               2020 წლის 16 ოქტომბერი   14 30 სთ.

საქართველოს ეროვნული აკადემიის 2020 წლის სამეცნიერო საქმიანობის შემაჯამებელი პრეზიდიუმის სხდომა.   სხდომის თავმჯდომარე: აკადემიის პრეზიდენტი- ვ. რამიშვილი   მდივანი   -  აკადემიის სწავლული მდივანი  გ.მეტეხელი

მომხსენებლები:

1.      ვ.რამიშვილი  -დიდი ქართველი მოაზროვნე, ტბელ აბუსერიძის  წიგნის გამოცემის შესახებ. მწერალი, ასტრონომი, ეთნოგრაფი, აჭარის მხარის ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვანი ცნობების აღმწერი, რელიგიურ თხზულებათა  ავტორი, საეკლესიო დღესასწაულთა  და მთვარის ამოსვლა,ჩასვლის ცხრილების შემქმნელი;

2.      ალ.ფერიაშვილი - გარემოს დაბინძურების სხვადასხვა სახეები და ბენზინის ბუნებრივი დაუბრუნებელი დანაკარგები;

3.      ნ. შავთვალაძე - „ინოვაციური ტექნოლოგიებისა და პრეპარატების დარგის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“

შესრულებული სამუშაოები:

თავდაცვა: 1) სატელიტური საკომუნიკაციო სისტემების მონიტორინგის სისტემა; ბ) მიწისზედა კომპლექსი - მაღალსიჩქარიანი ინფორმაციის ნაკადის  მიღება დაბალი ორბიტის დედამიწის ხელოვნური დისტანციური ზონდირების თანამგზავრებისაგან; გ) ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მრავალფუნქციური კომპლექსი (ელექტრომაგნიტური ზარბაზანი).

შინაგან საქმეთა სამინისტრო:

სახელმწიფო საზღვრის  მონიტორინგის დაცვის არალეტალური და  ლეტალური ფუნქციების მნქონე სისტემა;

ეკოლოგიური პროექტი-ბიოაქტიური დანამატი:

-„პეტროქსი“-უნიკალური თვისებებით;

- ბიოაქტიური დანამატი „ნორმოქსი“, უაღრესად ეფექტური პრეპარატი, რომელიც უმიკეს დროში არეგულირებს ჟანგბადის მიწოდებასა და შეთვისებას ქსოვილთან;

- სადეზინფექციო ეფექტური დანადგარი - ოზონოგენერატორების კომპლექსი;

- კოლოიდური ვერცხლისწყალი (ხსნარი) ეფექტური ბიოაქტიური დანამატით;

- ფესვთა სისტემების გამაძლერებელი ბიოაქტიური დანამატი „ფლორესტიმი“.

4.  მედეა ჩხაიძე  - ეკოლოგიური პრიბლემების შესწავლა და გადაწყვეტის გზები: ა)ოზონის შრის გათხელება (კომპეტენტური იდეა); ბ) სქესის გენეტიკური განსაზღვრისათვის ექსპრეს მეთოდის დანერგვა; გ) ტყუპების (იდენტური და არაიდენტური) შესწავლა ეკოლოგიური თვალსაწიერიდან; დ( ქართული ეკოლოგიური ლექსიკონის გამოცემა.

5. მამია მდინარაძე - მოზარდებში დანაშაულთა  პრევენციის ფსიქოლოგიური, პედაგოგიური და სამარლებრივი ასპექტები.

6. ზ. ოკუჯავა- მსოფლიოს ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგი სამართლებრივი თანაცხოვრებისათვის.

7.  ციური სუმბაძე, სარქის მარქარიანი - ა)  სითხეების ბაქტერიული დაბინძურებისაგან კომპლექსური გასუნოვნების (სკგ) მოდულით დამუშავებული წყლის ზეგავლენის შესწავლა ხორბლის მარცვლის გაღვივებისა და ზრდის პროცესზე; ბ) სითხეების ბაქტერიული დაბინძურებისაგან კომპლექსური გასუნოვნების (სკგ) მოდულით დამუშავებული წყლის  მწვავე და ქრონიკული ტოქსიურობის შესწავლა.

8. თამაზ დარახველიძე - „კავკასიური იოგა“

9. გ.მეტეხელი - ეკონომიკურად მწირი შესაძლებლობების თანამედროვე გლობალური პანდემია,  მრავალი ცრუ დაპირებები და ეროვნული პასუხიმგებლობიდან გამომდინარე მრავალი თავდადებული მაგალითები ეროვნული სულიერების გადარჩენისა და განვითარებისათვის.

10. თამაზ ხუციშვილი - ეროვნული უსაფრთხოება.

   სახელმწიფოს უმთავრესი მცნება:

-         პიროვნების დაცვის საერთო პრინციპები;

-         მონობის თანამედროვე პრინციპები;

-         გამოძიება და გამომძიებლები;

-         სამეწარმეო სისტემა საქართველოში;

-         რასებისა და ბრბოს ფსიქოლოგია;

-         ადამიანის უფლებები საქართველოში;

-         ინფორმაციის მიღების საშუალებები და ინფორმაციის შეფასება;

-         რა არის დაზღვევა;

-         ეროვნული უშიშროების საბჭო;

-         უშიშროების საბჭოს სტრატეგია;

-         ოპერატიული დადგენა;

-         ფარული მეთვალყურეობა იმ პირებზე, ვისაც დანაშაულებებისაკენ აქვს მიდრეკილება.

11. მ. ამირბეგი - მიზეზობრივი მოძრაობა.

12. გელა სანიკიძე -შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა  შრომითი დასაქმების სტრატეგია.    ერთჯერადი დაფინანსებით შშმ პირებისათვის  მუდმივი სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების  შექმნის პროგრამის ფორმატი.   

ვ. რამიშვილი - მსოფლიოში მიმდინარე ანომალური ცვლილებები და ჩვენი აკადემია;

                              -აღვადგინოთ აკადემიის „კავკასიური ცივილიზაციის ცენტრი“, განვახორციელოთ ჩვენი დაპატენტებული ორდენის „ეროვნულობის მცველი რაინდი“-თ დაჯილდოების არსის დამკვიდრება;

                                  - საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიური ფესვები“.               

 

 

საქართველოს ეროვნული აკადემია გაცნობებთ, რომ აკადემიის  საპატიო აკადემიკოსი, ექიმი ნევროპათალოგი, ფიზიოთერაპევტი, მანუალური თერაპევტი ხუხია ალექსანდრე მკურნალობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატურით შემდეგ დაავადებებს: ოსტეოხონდროზი, კისრის გულმკერდის, წელისა და სხვა დაავადებებს უნიკალური აპარატურით და  მასაჟით.მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა  574-148-153   ან 592-182-716     - მოვემსახურები  მწოლიარე (მძიმე) ავადმოფებს ბინაზე მისვლით

                            

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ეროვნული აკადემიასთან მრავალი წელია არსებობს  პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების მიმართულებათა  კვლევითი პროგნოზირების ც ე ნ ტ რ ი , რომელსაც მართავს მეცნიერებათა დ ა რ ბ ა ზ ი. იგი შედგება  სხვადასხვა  პარტიის წარმომადგენლებისაგან და აკადემიის ზოგიერთი წევრისაგან (მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები და სხვა.)

საქართველოს ეროვნული აკადემიის რეფორმათა ცენტრმა (ხელმძღვანელი, საპატიო აკადემიკოსი ზურაბ ოკუჯავა) შეიმუშავა საქართველოს კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი (ინტერნეტ-პარტიის სამოქმედო პროგრამის სახით). რეფორმათა ცენტრში მოღვაწე მეცნიერთა ჯგუფი   2006 წლიდან  ხშირად   აქვეყნებენ საქართველოს კონსტიტუციის ალტერნატიულ პროექტებს მუხლობრივად    /იხილეთ: საქართველოს კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი(ანალიზი): ნაწილი პირველი;  ნაწილი მეორე. --ალტერნატიული პროექტი კომენტარებით: ნაწილი პირველი; ნაწილი მეორე. სახელმწიფოს მართვა: ნაწილი პირველინაწილი მეორე./

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

-2017-2018 წლებში თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრმა მ ე ჰ მ ე დ    ა კ უ მ  დაარსა ქართული ენის შემსწავლელი სკოლა

-ინგლისში, კერძოდ ქალაქ ლონდონში საქართველოს ეროვნული აკადემია მუშაობს ს ა კ ვ ი რ ა ო    ს კ ო ლ ი ს    გ ა ს ა ხ ს ნ ე ლ ა დ

- საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან ფუნქციონირებს ახალგაზრდა მეცნიერ-სპეციალისტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის მ ო მ ა ვ ლ ი ს    ა კ ა დ ე მ ი ა, რომელიც ა.წ. ოქტომბრის თვეში აპირებს სამეცნიერო კონფერენციის გამართვას ეროვნულ აკადემიასთან ერთად. მომავლის აკადემიის კოორდინატორია აკადემიის ნამდვილი წევრი გიორგი ლილუაშვილი.  სექტემბრის თვეში ბატონი გიორგი ლილუაშვილი  საქართველოს ეროვნული აკადემიის დიდ სამეცნიერო სხდომაზე წარმოადგენს მ ე დ ი ც ი ნ ი ს   დ ა რ გ შ ი თავის სადოქტორო ნამუშევარს განსახილველად.

- 2016 წელს საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ (პრეზიდენტი ვლ.რამიშვილი) და საქველმოქმედო ფონდმა (დამფუძნებელი გ. ლილუაშვილი) დააფუძნეს საქართველოს ეროვნული სამხედრო-სამედიცინო აკადემია (უმაღლესი სასწავლებელი), რომლის მიზანია საქართველოში აღადგინოს სამხედრო-სამედიცინო, რატომღაც გაუქმებული სამხედრო ექიმთა აღზრდა.

-ა.წ. სექტემბრის თვეში შეიქმნება და განთავსდება აკადემიის ვებ-გვერდზე ახალი საინფორმაციო გვერდი რუბრიკით "ბ ე დ ნ ი ე რ ი    ე რ ი"

          გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2019 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნულ აკადემიაში შეიქმნა ინტელექტუალური საქმიანობის პირთათვის სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესების უზრუნველყოფის ცენტრი (კოორდინატორი - საქართველოს ეროვნული აკადემიის საინფორმაციო სამსახურის  ხელმძღვანელი აკადემიკოსი, პროფ. გ. მეტეხელი).

ცნობილია, რომ თანამედროვე ეკონომიკა ხასიათდება მის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის განსაკუთრებული სირთულითა და დინამიკით. აკადემიის ცენტრის მეშვეობით დახმარების მსურველი თითოეული პერსონალის შესახებ განისაზღვრება პირად მოთხოვნათა იურიდიული დასაბუთების კანონიერება. ცენტრის მოქმედების სივრცე იქნება განსაზღვრული მთელი ქვეყნის მასშტაბითა და ის ორიენტირებული იქნება კომპლექსური გზით ქვეყნის მოსახლეობის პირადი უფლებების და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება აკადემიის მრავალი ათეული წლის მოღვაწეობის პირობებში ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებათა დაცვისა და პირადი კეთილდღეობისათვის. თითოელი ჩვენს მიერ ვიზირებულ პერსონალს  შესაბამის მისამართზე მოემსახურება იურიდიული განათლების მქონე ეროვნული აკადემიის გამოცდილი სპეციალისტი.

საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი

                      ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების «სამშენებლო–სარესტავრაციო კომპანიის «ბაგრატიონი» « კომპანიის გენერალური დირექტორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი თამაზ კარაჯიანცი. კომპანია ფუნქციონირებს 1993 წლიდან ქ. კალინინგრადში (ქ, კენინსბერგი) და აქვს მუდმივი ლიცენზია (POK-02131  24/III-2011 წ.)

 

                                                                                              * * *

2018 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული აკადემიის დიდ სამეცნიერო საბჭოს გაფართოვებულ სხდომაზე განხილული იქნა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, პროფესორ მამია მდინარაძის წიგნი: "მოზარდებში დანაშაულის პრევენციის ფსიქოლოგიურ, პედაგოგიური და სამართლებრივი ასპექტები". წიგნში განხილულია  მოზარდებში დანაშაულის პრევენციის  ორიგინალური მეთოდები. განხილვის შემდეგ, დებატების დროს, სხდომის წევრებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები და შენიშვნები ნაშრომში არსებული მასალის მიმართ. აქვე გასაჯაროვდა ბ–ნ მ. მდინარაძის სხვა ორიგინალური, სამეცნიერო და სამედიცინო მიგნებები. დიდი მოცულობის ინფორმაციული წყაროს დამუშავების შედეგად აკადემიასთან შეიქმნება დ ი ა გ ნ ო ს ტ ი კ ი ს    ს ა მ ე ც ნ ი ე რ ო    ც ე ნ ტ რ ი , რომელიც იმოქმედებს თითქმის მთლიანად საქველმოქმედო საფუძველზე.

             

                                                                                    * * *

     საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი ადამიანის (პიროვნების) უფლებათა სამართლებრივი დაცვის სფეროში–ბატონი  თ ა მ ა ზ   ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი  ამჟამად მუშაობს მონოგრაფიაზე: "ადამიანის უფლებები საქართველოში". მისი უშუალო ინიციატივით მოხდა საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან ისეთი ცნობილი  ჯგუფების გაერთიანება, როგორიცაა: "იბერიელნი", "უხუცესთა საბჭო", "ფიცის კაცთა დარბაზი", "ეროვნულ ძალთა გაერთიანება", "ეროვნულ–პილიტიკური გაერთიანება" და სხვა.

                                                                                                       * * * 

2018 წ შეიქმნა საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, პროფესორ მედეა  ჩ ხ ა ი ძ ი ს  ახალი ნაშრომი - ახალი სრულყოფილი ეკოლოგიური ლექსიკონი.

* * * 

2018 წლის 16 მარტს საქართველოს ეროვნული აკადემიის ბაზაზე შეიქმნა სამეცნიერო ინფორმაციის  დამუშავების ოპერატიული ინფორმაციის სამსახური, რომელსაც  უხელმძღვანელებენ აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, პროფ. გ. მ ე ტ ე ხ ე ლი  და  ოპერატიული ინფორმაციის სამსახურის მთავარი კურატორი, აკადემიის საპატიო წევრი ნინო ი ვ ა ნ ე ლ ა შ ვ ი ლ ი.

* * *  

2018 წლის 2 მარტს საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ ჩაატარა გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ენა, მამული, სარწმუნოება, ანუ დავიცვათ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია" ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური შემოტევებისაგან -  საქართველოს პარლამენტის საჯარო სამკითხველო დარბაზში.

* * * 

2018 წლის 15 იანვარს საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:"იყიდება საქართველო ანუ ეროვნული სახელმწიფოებრივობის შენარჩუნების პრობლემები" - საქართველოს პარლამენტის საჯარო სამკითხველო დარბაზში.

* * *

2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ძირითად სამკითხველო დარბაზში საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ  ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:" საქართველოში საკუთრების, მიწისა და ეროვნული სიმდიდრეების დაცვის შესახებ".

* * *

2017 წლის 17 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ძირითად სამკითხველო დარბაზში საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ  ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია - საქართველოში განათლების სისტემის სრულყოფის საკითხებზე.

* * *

2017 წლის 11 მაისს ქ. ბათუმში მოეწყო საქართველოს ეროვნული აკადემიის გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია - აჭარის მხარის დედასამშობლოსთან შეერთებისადმი მიძღვნილი საღამო.

* * *

2016 წლის 21 ივლისს  14 საათზე ღია ეთერის სტუდიაში რადიო 102.4 -ზე პირდაპირ ეთერში ჩატარდა 40 წუთიანი გამოსვლა თემაზე: "მეცნიერება და მისი როლი საქართველოს განვითარებაში". ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები-ოთარ ნიკოლეიშვილი-თეოლოგი; გიორგი გეგეჭკორი - საპატიო აკადემიკოსი, აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი; სოსო მაისურაძე -  ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

*  *  *

საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ 2016 წლის 19 ივლისს 17 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია  თემაზე: "მეცნიერთა უფლებების დაცვა და მეცნიერების როლი ქვეყნის განვითარებაში  "

  * * *               

საქართველოს ეროვნული აკადემი მიესალმება ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივას შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა. ამ მოსაზრებას  აგრეთვე ადასტურებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.(იხილეთ მიმართვა და წერილი)

       * * *

ჩვენს ვებ–გვერდზე შემოსული წერილის პასუხად ვაქვეყნებთ ბატონ მოშე საპირის საქართველოში მოღვაწეობის  ამსახველ ინფორმაციას (მიმართვა,ბუკლეტი #2–1 გვ.3, გვ–4, გვ–5, გვ–6, გვ–7, გვ–8, გვ–9, გვ–10, გვ–11, გვ–12), რომლის მიხედვითაც მას უნდოდა გაეწია გარკვეული ღონისძიებები, რათა დახმარებოდა საქართველოს. მან ეს ვრცელი პროგრამა ჩვენთან შეხვედრის დროს გააჟღერა და გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს ეროვნული აკადემია დაეკავშირებინა ისრაელში მოღვაწე გამოჩენილ ქართველ ებრაელებთან (მეცნიერებთან, ხელოვნების მოღვაწეებთან, ბიზნესმენებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და სხვ.). ამის საფუძველზე იგი არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრად.

    * * *

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ 2015 წლის 24 ოქტომბერს 15 საათზე მეტაფიზიკურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრის ოფისში - /ჩიტაიას ქ. 33-ში (ყოფილი საბჭოს ქ./  ჩაატარა კონფერენცია თემაზე: "მეტამედიცინის მიღწევები და მომავლის მედიცინა".  მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული აკადემიის აფიზიკურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრის დირექტორი  აკდემიკოსი ზურაბ ქუმსიაშვილი

საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი მხურვალედ ულოცავს მას მიღწევებს და უსურვებს დიდ წარმატებებს.

 

* * *

განცხადება

საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობა "იბერიელნი" დაარსდა 1992 წელს.  იდეის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ ხუციშვილი. მოძრაობაში გაერთიანებული იყო საქართველოს ეროვნული მოძრაობის ვეტერანები და აქტივისტები-მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები.  აღნიშნულ მოძრაობას გააჩნია გერბი და დროშა, რომლის ავტორია ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი-ვლ. რამიშვილი. 1992 წლიდან ორგანიზაცია აქტიურად იბრძვის  არსებული უკანონო რეჟიმების წინააღმდეგ. მის მიერ ჩატარებულია მრავალი პოლიტიკური აქტები და გაკეთებულია  პოლიტიკური განცხადებები. ორგანიზაციამ უკრაინელი ხალხის მოთხოვნათა მხარდასაჭერად გააკეთა მრავალი პოლიტიკური განცხადება.

აკადემიის საკუთრებისა და პიროვნების დაცვის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი თ, ხუციშვილი

 

       * * *

         გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

      თავაზობთ საქართველოს ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ”ინოვაციური ტექნოლოგიები და პრეპარატები” 2015 წლის ზოგიერთი ნაშრომის მოკლე აღწერას. /იხ.დანართი-1, დანართი-2, დანართი-3, დანართი-4, დანართი-5, დანართი-6, დანართი-7, დანართი-8, დანართი-9/

 * * *                                                    

 

ჩვენს შესახებ

აკადემიის ორგანიზაციები

- არასახელმწიფო სამეცნიერო –საგანმანათლებლო აკადემიური სააკრედიტაციო და საატესტაციო ცენტრი (ფონდი)
- “კავკასიის ცივილიზაციის აკადემია”
- საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან არსებული უნივერსიტეტი - (2004 წლიდან უნივერსიტეტი არ ფუნქციონირებს)
- საგამომცემლო საინფორმაციო –სარეკლამო ცენტრი “სამკვიდრებელი”
- გაზეთი “ჟამი ერისა”
- სამეცნიერო რნალი “გონი ერისა”
- ახალგაზრდული ჟურნალი “ძე”
- ბგერითი ეკოლოგიის ცენტრი
- ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო კავშირი
- ინდ.მომუშავეთა პროფ.კავშირი
- საერთაშორისო საზოგადოება “ეკოლოგია”
- სამეცნიერო-სამრეწველო ცენტრი “ქართლი”
- საინფორმაციო უსაფრთხოების სამეცნიერო დანერგვითი ინსტიტუტი

- კომპიუტერისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი  სასწავლო ცენტრი

ვრცლად

რეგიონული ცენტრები

იმერეთი - ქ. ქუთაისი
შიდა ქართლი - ქ. გორი
კახეთი - ქ. თელავი, აკადემიის ფილიალი
კახეთი - ქ. სიღნაღი
სამაჩაბლო - ქ. გორი
აფხაზეთი - ქ. თბილისი

ვრცლად
  • ლადო (ვლადიმერ) რამიშვილი - პრეზიდენტი

    .